აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, „რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი პრეზიდენტი არ გახდება, რადგან ეს „სერიოზული საქმეა".
„იმედს ვიტოვებ, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გახდება. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხის იმედი მაქვს" - თქვა ობამამ.
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის მოწინავე რიგებში იბრძვის, რომ „რესპუბლიკური პარტიის" ნომინანტი გახდეს.
მან უკვე გაიმარჯვა ერთ-ერთი შტატის პრაიმერებში და სამხრეთ კაროლინაში გამოკითხვების ლიდერია.
„ის არ არის რეალითი შოუს წამყვანი, ეს არ არის მარკეტინგი. ეს რთული საქმეა. ახალ ამბებში მოსახვედრად ყველაფერი არ უნდა გააკეთო", - თქვა ობამამ.
ტრამპმა პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ „კომპლიმენტია კრიტიკა იმის მხრიდან, რომელმაც ქვეყანა ასე დააზარალა".