ავიაკომპანია „ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება და მინიმალური ფასი 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები, ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა - ორშაბათსა და პარასკევს.
ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენა ოთხშაბათს და კვირას შესრულდება, ბილეთის მინიმალური ფასი 39.99 ევროა. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი - 39.99 ევრო.
რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს შესრულდება და მინიმალური ფასი 24.99 ევრო იქნება.
რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.