Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ მმართველ კოალიციას გამოეყო

17 თებერვალი, 2016 17:15

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ მმართველ კოალიციას გამოეყო. კოალიციის დატოვების მიზეზი გახდა არსენი იაცენუკის პრემიერ-მინისტრად დარჩენა.

ტიმოშენკომ გამოყოფა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად დაასახელა და სხვა საპარლამენტო ფრაქციებსაც კოალიციიის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე „ბატკივშინამ“ განაცხადა, რომ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, რომელიც მათი პარტიის წევრია, მინისტრთა-კაბინეტიდან გაიწვიეს.

ტიმოშენკოს თქმით, სამშაბათს მთავრობის გადაყენების კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ გამოჩნდა, რომ კოალიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.

სამშაბათს არსენი იაცენუკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრა გამართა. სხდომაზე რეზოლუციამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

მთავრობის გადაყენებას „ბატკივშინას“, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“, „სამოპომოშჩისა“ და „რადიკალური პარტიის“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგი იყო იაცენუკის „სახალხო ფრონტი“, „ოპოზიციური ბლოკი“ და „ვოზროჟდენიე“.

რეზოლუცია პრეზიდენტის ფრაქციის, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ლიდერმა, იური ლუცენკომ შეიტანა. მანამდე არსენი იაცენუკის ანგარიშის მოსმენის შემდეგ უკრაინის პარლამენტმა მთავრობის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^