ანკარაში აფეთქებას, თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობა 40-ს აღემატება.
აფეთქება დღეს საღამოს იმ ადგილზე მოხდა, სადაც თურქული სამხედრო სატვირთოების კოლონა გადაადგილდებოდა.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობის სასწრაფო დახმარების მანქანები, ხოლო სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოები, სადაც აფეთქებისგან გამოწვეული დიდი კვამლი ჩანს.
დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ბომბი მანქანაზე იყო დამონტაჟებული.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აფეთქება უკვე შეაფასა ტერორისტულ აქტად. პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა.
წყარო: CNN