Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რომანებს მხოლოდ დასვენების დღეებში ვწერ“ - უმბერტო ეკო გარდაიცვალა

20 თებერვალი, 2016 12:04

იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო, განსაკუთრებით ცნობილი რომანისათვის „ვარდის სახელი“, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ოჯახის ინფორმაციით, ის პარასკევს ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მისი რომანი „ვარდის სახელი“ 1989 წელს ფილმად გადაიღეს, რომელშიც მთავარი როლი შონ კონერმა შეასრულა.

„ფუკოს ქანქარას“, „პრაღის სასაფლაოს“, „გუშინდელი დღის კუნძულის“, „ბაუდოლინოს“ და „დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანის“ ავტორი წერას არ წყვეტდა. მან გასულ წელს ახალი რომანი - „ნომერი ნული“ გამოსცა.

„წიგნები ყოველთვის წიგნებზე ყვებიან და ყოველი ამბავი მოგვითხრობს  ამბავს, რომელიც უკვე მონათხრობია“, - ეკო ხშირად აღნიშნავდა, რომ ის ფილოსოფოსი იყო, - „რომანებს მხოლოდ დასვენების დღეებში ვწერ“.

მწერლობის გარდა ის უნივერსიტეტებშიც მოღვაწეობდა. 1980 წელს ეკომ სან მარინოს უნივერსიტეტში კომუნიკაციების დეპარტამენტი დააარსა. ბოლო წლებში კი საპატიო პროფესორი და ჰუმანიტარული მეცნიერებების უმაღლესი სკოლის თავმჯდომარე იყო ბოლონიის უნივერსიტეტში.

უმბერტო ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^