Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: იმათი 60%, ვისაც მთავრობამ დაუფინანსა განათლება, ვერ საქმდებიან

20 თებერვალი, 2016 16:45

„გერმანულ მოდელში მე არ მიგულისხმია უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი, მე ვიგულისხმე პროფესიული განათლების გერმანული დუალური სისტემა“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის მის ხედვაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„როდესაც მე ვთქვი გერმანული მოდელი, სამწუხაროდ, არ განვმარტე კარგად და ამან განაპირობა გარკვეული მისინტერპრეტაცია ჩემი განცხადების. ალბათ ჩემი ბრალიც იყო, ბოლომდე უნდა განმემარტა ეს საკითხი. პროფესიული განათლების გერმანული დუალური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი რეფორმა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ იმ არსებული რესურსის გამოთავისუფლებას, რომელიც აუცილებელი არის გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემის შექმნისათვის“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსების სისტემაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ პროპორციები შესაცვლელია.  

„რამდენადაც არ უნდა მეთანხმებოდეს ვინმე, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, რომ სრულად ვერ საქმდებოდეს. სულ ბოლო მონაცემებით, რომელიც მე მაქვს განათლების სამინისტროდან, უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებული ადამიანების დასაქმების განაკვეთი 40%-ზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ 60%-მა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ან მთავრობამ დაუფინანსა განათლება, ან თანადაფინანსება გაწია მათ მიერ გასაწევი ხარჯის, დაასრულეს ეს განათლება და ვერ დასაქმდნენ. მეტსაც ვიტყვი. ის 40%, რომლებიც საქმდებიან, ყოველთვის არ საქმდებიან იმ პროფილით, რომელსაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს შესაცვლელია“, - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად აწარმოებს უმაღლეს კურსდამთავრებულ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ განათლებას იმითი, რომ პოულობენ იმედგაცრუებას, ვერ საქმდებიან.

„მინიმუმ საკუთარი პროფესიით ვერ საქმდებიან. უწევთ სხვა პროფილით დასაქმება, შემდეგ გადამზადება და ამ გადამზადებაში ხშირად არის კერძო სექტორი ჩართული. მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითები, როდესაც კერძო კომპანიებს მოუწიათ ფულის გადახდა იმაში, რომ გაეგზავნათ ჩვენი თანამოქალაქეები, რომ მათ ესწავლათ, მაგალითად, მეცხოველეობის კვების ტექნოლოგია, ვეტერინარია თანამედროვე მიმართულებით“, - ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოში ვერ ხერხდება ამა თუ იმ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის სპეციალისტს მომზადება.

„ამ დროს ჩვენ ვიხდით ფულს იმაში, რომ ყოველწლიურად გვყავდეს 5-ჯერ მეტი ბანკირი, დიპლომატი, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ 10%-იანი სიზუსტით მაინც შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენი დიპლომატი გვჭირდება, რამდენი ბანკირი გვჭირდება, რამდენი ბუღალტერი გვჭირდება, თუ ფინანსისტი. ამაზეა ლაპარაკი - რეალურ მოთხოვნაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა უნდა შევქმნათ“, - ამბობს კვირიკაშვილი.

როგორც პრემიერი ირწმუნება, ბევრი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ღებულობს უმაღლეს განათლებას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებას აფინანსებს.

„ჩვენ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი. გერმანიაში პროპორცია უმაღლესდამთავრებულებსა და პროფესიულგანათლება გავლილებს შორის არის დიამეტრულად განსხვავებული საქართველოში არსებულ პროპორციასთან. პროფესიულ განათლებაში ჩვენ უნდა დავაფინანსოთ კერძო სასწავლებლებიც. მნიშნელოვანია, რომ კერძო ბიზნესი ჩავრთოთ თანადაფინანსების სისტემაში. და ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია. რა თქმა უნდა საზოგადოებასთან ჩვენ ამაზე დიალოგი გვექნება“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^