Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ე.წ რეიდებისას ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 71 ფაქტი გამოავლინეს

22 თებერვალი, 2016 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი.

მათი თქმით, სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, დააკავეს 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.

„გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 
236-ე მუხლი) 20 ფაქტი;

2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი) 15 
ფაქტი;

3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი) 24 
ფაქტი;

4.ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 
ფაქტი, მათ შორის:

1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71 ფაქტი;

2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;

3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) 38 
ფაქტი;

4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;

5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;

სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4  კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

„შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ 
შორის: 11 პირი - სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 
პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 
353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ს 117-ე მუხლით", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ვახუშტი მენაბდე: ე.წ. რეიდები ზოგადი პრევენციისთვის ვერ ჩატარდება

EMC: მიმდინარე საპოლიციო კონტროლი დანაშაულის პრევენციის ბუნებასთან შეუთავსებელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^