შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Mars 55 ქვეყანაში პროდუქტს მაღაზიათა ქსელიდან უკან იბრუნებს, რადგან მათში პლასტმასი აღმოაჩინეს.
BBC-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც პლასტმასი იპოვეს, არის Milky Way.
გაყიდვიდან ამოღებული შოკოლადი ნიდერლანდებში მდებარე ქარხანაშია დამზადებული და მათი დამზადება-ვარგისიანობის ვადა 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდეა.
კომპანიაში ჯერჯერობით არ ამბობენ, თუ რა რაოდენობით შოკოლადი ამოიღეს მაღაზიათა ქსელიდან.
BBC-ის ინფორმაციით, იმ პროდუქტების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც პლასტმასი აღმოაჩინეს, კომპანიამ ვებგვერდზე www.mars.de განათავსა, თუმცა ვებგვერდი დილიდან არ ფუნქციონირებს.