
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.