ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით, ვატიკანში წმინდა მარკელინუსისა და პეტრეს კატაკომბები გახსნეს - ინფორმაციას apa.az ავრცელებს.
ღონისძიებას აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა დაესწრო.
კატაკომბების რესტავრაციისთვის ალიევას მადლობა გადაუხადა პროფესორმა ფაბრიციო ბისკონტიმ. „ფონდის დახმარებით ჩვენ ამ ისტორიული ადგილის დაცვა შევძელით", - თქვა მან.