Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

25 თებერვალი, 2016 15:16

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. 

ანა დოლიძე დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ცოტა ხნის წინათ პარლამენტმა ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუჩერა (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა). 

„ანა დოლიძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა ბევრი ჩვენგანივით, შეძლებს ამის შენარჩუნებას და ამ პრინციპულობას ქალბატონი ანა მომავალშიც გაატარებს", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

დილიძის თქმით, მისთვის პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება უდიდესი პატივია.

„ეს არის პატივი განსაკუთრებით იურისტისთვის და მოგეხენებათ, ყველა იურისტის კარიერის აპოთეოზად ხშირად უზენაესი სასამრთლოს წევრობა ითვლება.  მე დაახლოებით ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის, მემსახურა საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. შესაბამისად, დღეს, განსაკუთრებით, როცა მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია, ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში და შესაბამისად, დიდი სიამოვნებიტ ვიღებ ამ დასახელებას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი გამოცდილება, ჩემი სამეცდნიერო მოღვაწეობა, ჩემი გამოცდილება საქართველოში, გამოადგება სასამართო სისტემას და მზად ვარ, როგორც ახლა ვარ სახელმწიფო სამსახურში, გავაგრძელო მსახურის აქართველოსთვის“ - თქვა დოლიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^