Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი, 2016 18:29

პროკურატურამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრის, თამარ ხიდაშელის განმარტებით, გამოსაძიებელი არაფერია.

„სპეციალური უბნის შექმნის მიზანშეწონილობაზე ორი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა. თავის დროზე ეს ირმა ინაშვილმა გაასაჩივრა და ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეცუბანი შეიქმნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შემდეგ ამ სპეცუბნის ხმების გადათვლა მოხდა საოლქო კომისიაში და ესეც ორჯერ გასაჩივრდა ორი ინსტანციის სასამართლოში, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქედან გამოსაძიებელი ნამდვილად არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის და გამოძიება კიდევ აუცილებელია, არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს არაფერი“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^