„ტყიბულის რაიონული პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ შახტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ", - განუცხადეს „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ტყიბულში პოლიციას აქციის მონაწილე შპს „საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)"-ს ადმინისტრაციის შენობაში ჰყავს დაკავებული. მაგრამ შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
განახლება:
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული პირი თავისუფალია და მასთან ერთად ადმინისტრაციის შენობა აქციის ყველა მონაწილემ დატოვა.