პატრულის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს შპს „საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)"-ს ადმინისტრაციის შენობაის დატოვებას აიძულებენ. როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტი იტყობინება, ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც ექაჩებიან, თუმცა ხელი არავისთვის დაურტყამთ.
„სოლიდარობა მეშახტეებს", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ტყიბულში მთავრობის ჩასვლას მოითხოვენ.
კომპანიის ადმინისტრაციის შენობაში დირექტორის მოადგილესთან ერთად რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. ამავე შენობაშია ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ იგი მეშახტეების პროტესტს ვერ ხედავს.