„საქნახშირი (ჯი-აი-ჯი )-ის" განცხადებით, გუშინ ადმინისტრაციის შენობაში აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფის შეჭრის შედეგად ვითარება უკიდურესად დაიძაბა და კერძო საკუთრების ვანდალური ხელყოფა მოხდა.
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი" ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათი თქმით, აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, კანონის ფარგლებში ემოქმედათ და სამართლდამცავებს მიმართეს.
გუშინ, ტყიბულში, მეშახტეები და მათი მხარდამჭერები კომპანიის ადმინისტრაციის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს, შპს საქნახშირის ადმინისტრაციასა და გაფიცულთა კომიტეტს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მუშებმა შეხვედრის შემდეგ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები დანარჩენ გაფიცულებს გააცნეს, რის შემდეგაც მემორანდუმის ასლი დახიეს.