წუხელ ტყიბულში აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს, შპს საქნახშირის ადმინისტრაციასა და გაფიცულთა კომიტეტს შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ კომპანიის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.
ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნების დაკმაყოფილებას სთხოვდნენ.
მოგვიანებით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობა დაატოვებინა.