„დაანებეთ ისტორიულ ქალაქს თავი“, „ძველი თბილისი ქალაქის ისტორიაა“, „ისტორიას ნუ ანგრევ!“, - დღეს თბილისში აქცია „პაNOრამა არა“ გაიმართა. აქციის მომაწილეები „პანორამა თბილისის" მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას „ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული პროექტი თბილისის ისტორიულ ზონაში არ უნდა განხორციელდეს.
„ერთი კვირის ვადაში ვითხოვთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას, სადაც მოგვეცემა საშუალება, დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება - რატომ არა პანორამას. ამავე დროს, 2016 წელი არის არჩევნების წელი, ჩვენ ხვალიდან ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, მივათ კონკრეტული მოთხოვნით, ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენონ, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ ზონაში არ განხორციელდეს, რადგან ის მიმართულია ძველი ქალაქის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნავს ელისაშვილი.