ლეონარდო დიკაპრიო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი ოსკარის მფლობელი გახდა. ფილმი The Revenant 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული.
რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბრი ლარსენი დასახელდა, ფილმისთვის Room.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში Spotlight-მა გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორად ალეჰანდრო ინარიტუ დასახელდა, ფილმისთვის The Revenant.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მარკ რაილენსმა აიღო, ფილმისთვის Bridge of Spies.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის - ალის ვიკანდერმა, ფილმისთვის The Danish Girl.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: The Big Short.
საუკეთესო ორიგინალური სცენარი: Spotlight.
საუკეთესო კინომატოგრაფია: The Revenant.
კოსტუმების საუკეთესო დიზაინი: Mad Max: Fury Road
საუკეთესო მონტაჟი: Mad Max: Fury Road
საუკეთესო ვიზიალური ეფექტები: Ex Machina
საუკეთესო მაკიაჟი: Mad Max: Fury Road
ხმის საუკეთესო რეჟისურა: Mad Max: Fury Road
ხმის საუკეთესო მონტაჟი: Mad Max: Fury Road
საუკეთესო სიმღერა: Writing's on the wall
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: Son of Saul
საუკეთესო ანიმაცია: Inside Out
საუკეთესო დოკუმენტური კინო: Amy
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: Bear Story
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: A Girl in the River: The price of Forgiveness