იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - გიორგი ებანოიძისა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში რეზო ნადარაიას კანდიდატურები წარადგინა.
იუსტიციის საბჭო დასახელებულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღესვე უყრის კენჭს.