Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატიანი: სამინისტრო და უმრავლესობა არ არის ჩამოყალიბებული, რა ღირებულების მატარებელია

29 თებერვალი, 2016 14:31

„ეს გაწელვა ხდება იმის გამო, რომ სამინისტროც და უმრავლესობაც არ არის ჩამოყალიბებული, თუ მთლიანად რა ღირებულების მატარებელია“, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები უნდა ისწავლებოდეს და ამ საკითხის განხილვა არ უნდა ჭიანურდებოდეს.

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავენ.

„სკოლა არის იმისთვის, რომ არა მარტო ასწავლოს სპეციალური საგნები, არამედ ასწავლოს ის, თუ რა გარემოში შედის ადამიანი და რასთან უწევს ცხოვრება. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თანამედროვე სამყაროს ელემენტარული საფუძვლები და ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ უნდა ისწავლებოდეს სამშობლო, ან ოჯახი ან კულტურული მრავალფეროვნება, ეს უნდა ისწავლებოდეს და ისწავლება კიდეც სხვადასხვა წიგნიდან. როდესაც ბავშვს ასწავლიან, რა არის სამშობლო, ეს არის წიგნებში, ქართულ ლიტერატურაში და ამაზე რეფლექსია უნდა ისწავლოს. ეს ღირებულებები არის, რასაკვირველია, თანამედროვე სამყაროს ღირებულებები“, - ამბობს სერგო რატიანი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ბევრია საუბარი სასულიერო ღირებულებებზე და ავიწყდებათ, რომ საერო ღირებულებებიც, ასევე, მნიშვნელოვანია.

„სასულიერო ღირებულებებზე იმიტომაც არის გამახვილებული ყურადღება, რომ 70 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან ნეგატიური პრაქტიკა იყო. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საერო ღირებულებების მიწოდება და ამ რეფლექსიის ჩამოყალიბება ახალგაზრდისათვის. მიკვირს, საქართველოში როგორ შეიძლება იკითხო, როგორ ვასწავლოთ კულტურული მრავალფეროვნებაო - ვაჟასთან უნდა ასწავლო, ილია ჭავჭავაძესთან. როდესაც ტოლერანტობაზეა ლაპარაკი - ილია ჭავჭავაძესთან უნდა ასწავლო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ეს ბავშვმა დაინახოს თანამედროვე სამყაროში, მის გვერდით. მარტო ვაჟა-ფშაველასთან კი არ უნდა ისწავლოს, რომ იქ არის ძმობა ჯოყოლასა და ზვიადაურს შორის, ეს პრობლემები უნდა გადაითარგმნოს თანამედროვე სამყაროშიც. ამიტომ, ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს“, - ამბობს რატიანი.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ მას, გარკვეულწილად, პრეტენზია აქვს განათლების სამინისტროს მიმართ იმის გამო, რომ ძალიან ეს პროცესი დიდი ხანი იწელება.

„უნდა იყოს განხილვები, მაგრამ სამინისტროს არ უნდა სჭირდებოდეს დახმარება ჩვენგან. ეს გაწელვა ხდება იმის გამო, რომ სამინისტროც და უმრავლესობაც არ არის ჩამოყალიბებული, თუ მთლიანად რა ღირებულების მატარებელია. ნახევარს რაღაცა მოსწონს, ნახევარს - არ მოსწონს და არის კულტურების ჯახი შიგნით უმრავლესობაში. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს სამინისტრო, აგვიანებს. და განხილვა სასწავლო გეგმის.. მათემატიკის საგნები მოვიტანოთ ბარემ და განვიხილოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომას ესწრებიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, „დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე და სასულიერო პირები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^