Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქანთარია: ბავშვის ფსიქიკის გარყვნილების მცდელობა ვერსად აღმოვაჩინე

29 თებერვალი, 2016 14:38

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისმ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სტანდარტი, რომელიც განათლების სამინისტრომ წარმოადგინა, ბავშვის ფსიქიკის გარყვნას არ ითვალისწინებს.

„პეტიცია, რომელიც ახლა მოგვაწოდეს და მას აწერს ხელს ჩემთვის ძალიან ახლობელი ხალხი, წერია, რომ სკოლებში არ უნდა იყოს გარყვნილება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თემატიკის შეტანა და ა.შ. თუ ამას ნებისმიერ მოქალაქეს მივუტანთ და ვეტყვით, რომ ეს ასე არის, რა თქმა უნდა, ყველა აღშფოთდება ამაზე და არ მეგულება ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს ასე უნდა იყოს. სადმე გაქვთ რაღაც მაგალითები სტანდარტში, რომელიც ჩვენ გვაქვს? მე ვერსად ვერ აღმოვაჩინე, ჩასაფრებულიც ვიყავი, რომ თითქოს ბავშვებს უნდათ რაღაც ისეთნაირად მიაწოდონ, რომ ხუთკუნჭულა და ნაცარქექია კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, რომ მეფის ასული ელოდება 9 მთას იქიდან სხვა მეფის ასულს, რომელიც მოვიდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ, ასეთი რაღაცები არ არის, ერთი ფრაზა მანახეთ, სადაც ბავშვის ფსიქიკაში შევა გარყვლილებები, მსგავსი რამ მე არ მაქვს", - განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, საზიგადოებრივი მეცნიერების საფუძვლების სტანდარტში წერია, რომ „ბავშვმა უნდა გაიგოს სიმართლის ფასი, სიკეთის ფასი, წესიერება და ზრდილობა. ისწავლოს მოსმენა და არა გააგონება, მოსმენა ნიშნავს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას ნებისმიერ თემაზე, რომ მათ ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისის შექმნის აუცილებლობა".

როგორც ქანთარია აღნიშნავს, ეს ყველაფერი კულტურაა და საგანს „მე და საზოგადოება" კი არა, „კულტურის საფუძვლები" უნდა ერქვას.

მიუხედავად ამ შეფასებისა, ქანთარიამ საგნის სტანდარტთან დაკავშირებით სხვა კუთხით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის სამშობლოსადმი, მშობლებისადმი და ა.შ. გრძნობების სწავლა გამორიცხულია.

„ჩვენ შეიძლება ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლოთ ზრდილობა, რომ ეს არ შეიძლება, რომ ამას ნუ გააკეთებ, ვასწავლოთ ჰიგიენა, მაგრამ გრძნობების სწავლა - ჩემთვის ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორ შეიძლება გრძნობები, რომელიც ემოციურ ფენომენს წარმოადგენს და ემოციური ფონია სამშობლო, ემოციურია მეგობრობა, ემოციურია დედა, მამა, და ბავშვს აქვს თავიდანვე ინსტინქტები. ერთადერთი, რაც შეიძლება ბავშვმა ამ დროს მიიღოს, მან უნდა იგრძნოს სამშობლო და რომ იგრძნოს სამშობლო, ამისთვის სჭიროა მაგალითები. ეს უნდა მოხდეს ხელოვნების ენით, მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია სულზე ზემოქმედება. მე მეშინია, რომ მესამე კლასის ბავშვი გამოგვივიდეს ისეთი ბეჯითი, რომელიც ძალიან კარგად ახსნის, რა არის სამშობლო, ძალიან კარგად აგვიხსნის მის როლს საზოგადოებაში და მიიღებს ამაში 5-იანს", - განაცხადა ქანთარიამ.

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^