Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამაზ საყვარელიძეს ბისექსუალობა ფსიქოგენურ ანომალიად მიაჩნია

29 თებერვალი, 2016 15:29

„შემიძლია, არგუმენტები გითხრათ, რატომ არის მიუღებელი ბისექსუალიზმის თემის წამოწევა საზოგადოებასა და ბავშვებში. იმიტომ რომ ეს [ბისექსუალობა] ფსიქოგენური ანომალიაცაა, რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, რამაზ საყვარელიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, დასავლეთს ბევრი რამე ეშლება და მისი გაყოლა სახიფათოა. „დასავლეთს ეშლება და მას ბევრი რამე ეშლება, ამას ადასტურებს მიგრაციული ნაკადი, რის გამოც მიგრაციის პოლიტიკას გადახედავენ. მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავისი თავისთვის არ შეიმუშავა, რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებით გააგრძელებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^