„ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც" - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.იგი დეპუტატებს მოუწოდებს, სკოლებში „მე და საზოგადოების" სწავლება არ დაუშვან, რადგან ეს უკანასკნელი, მისი თქმით, „არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ და საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას".
„ადამიანის ზნეობრივი აღზრდა არ არის სახელმწიფოს საქმე, ეს არის ოჯახისა და ქვეყნის სარწმუნოებრივი ინსტუტუტების საქმე, სკოლის საქმეა ბავშვისთვის აკადემიური განათლების მიცემა, როგორც კი სახელმწიფო მორალური დიქტანტის როლს კისრულობს ბავშვებზე და საერთოდ ადამიანებზე, ის უმალვე იძენს ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ასე იყო კომინიზმის დროს, ასე იყო ფაშიზმის დროს და ასე არის ლიბერალიზმის დროსაც. ეს სამივე „იზმი“ ერთსა და იმავე ქვეყნებშია შექმნილი, დასავლეთში, და მათი დაძალება ხდება აღმოსავლეთზე, აი, უკვე მერამდენედ. თანაც ეს დაძალება ხდება ჩვენზე წინა „იზმისგან“, ვითომ გათავისუფლების ყალბი დროშით. მაგრამ არა უშავს, ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც. თუმცა ეს თავისით ვერ მოხდება, ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, საქართველოს მომავალი თაობის წინაშე" - თქვა ვასაძემ.
როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საგნის ავტორები რეგულარულად ეცდებიან, ბავშვების ცნობიერებაში შეღწევას.
„ჩვენ და თქვენ ასეთი განხილვებისთვის ათასში ერთხელ შევიკრიბებით. ამ საგნის უცხოელი ავტორები, მათი დამფინანსებლები და მათი აქაური კადრები კი დილიდან საღამომდე ამაზე მუშაობენ. სულ მალე აღარც თქვენ იქნებით პარლამენტარები და აღარც ჩვენ ვიდგებით აქ. ისინი კი რეგულარულად ეცდებიან ჩვენი შვილების ცნობიერებაში შეღწევას და ახალი მოქალაქეების შექმნას, როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებდნენ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ საგნის რაობის უცხოურ წარმომავლობაში, რასაც უნდა გვიმტკიცებდეს ჩვენი სამინისტრო, მზად ვართ, წარმოგიდგინოთ ამ საგნის ტყუპისცალი უცხოური პროტოტიპების ტექსტები და თავად განსაზღვრეთ, ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ მოუქნელი შენიღბვა. და თავისთავად უცხოურში ცუდი რა არის, თუ ის ქვეყნის მორალურ ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება და მის ინტერესებს ემსახურება. საერთოდ, ეს საგანი უფრო დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ე.წ. საზოგადოებრივი მეცნიერეების და სამოქალქო განთლების სახელს ატარებს და რომელიც წლიდან წლამდე, მინისტრიდან მინისტრამდე ინერგება ჩვენს სკოლებში და აჩოჩებს ნამდვილად აკადემიურ განათებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას წარმატებული ცხოვრებისთვის. უკვე დანერგილია სამოქალაქო განათლების ისეთი ვაისაგნები, როგორებიცაა სამოქალქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და ა.შ. ეს საათები ჩვენს ისედაც გადატვირთულ ბადეში ინერგება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საათების ხარჯზე, როგორებიცაა: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და სხვა. პრაქტიკულად, მოშლილია დამრიგებლის ინსტიტუტი. ჩვენ არ გვაქვს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ამ ფსევდოსაგნების სპეციალისტებს მოგვიმზადებდა, ამიტომ, წლების განმავლობაში ჩვენი სამინისტროს ეგიდით და მათ უცხოელი სპონსორების დაფინანსებით ხდება ნამდვილი აკადემიური საგნების მაწავლებლების გადამზადება ამ ფსევდოსაგნების სასწავლებლად. მათი სასტუმროებში და უცხოურ კონფერენციებზე გაუთავებელი ტარება. მათი დაწინაურება ამ ნიშნით. ამასობაში, აკადემიური საგნების მოვლა-პატრონობა სრულიად მიგდებულია წლების განმავლობაში. არ იხარჯება დიდი რესურსები აკდემიური დონის აწევაზე, თითქმის არანაირი ყურადღება არ ეთმობა იმ საგნების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლებმაც მთავარი როლი უნდა ითამაშონ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის წარმატებაში. ამ პოლიტიკის შედეგები აშკარაა" - თქვა ვასაძემ.
მისი თქმით, საგანი მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიზნად ისახავს ქვეყნისთვის მიუღებელი ფსევდომორალური ნორმების ბავშვების ცნობიერებაში დანერგვას, არამედ იმტომაც რომ იგი სრულიად არ ასახავს ქვეყნისა და მისი მომავალი თაობის წინაშე მდგომი გამოწვევების პრიორიტეტებს.
„რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? რატომ ვიღებთ უცხოეთიდან შემოსულ რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს, როგორც ამას მისკოვთან მიმართებაში ვაკეთებდით? შეიძლება თუ არა ამ საგნის გაკეთილშობილება? მისი დამკვეთების ნამდვილი მიზნებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არა. პირველ რედაქციაში ნახსენებიც არ იყო საზოგადოების მთავარი უჯრედი ოჯახი, - დედა და მამა, სამშობლო. ერთ-ერთი განხილვისას ეს გავახმაურეთ და მივიღეთ ზრდილობისთვის აქა-იქ ჩასმული ეს ფრაზა. დღემდე ამ სტანდარტში ვერ ნახავთ ისეთ ფორმულირებებს, როგორებიცაა: ბავშვების მომზადბეა ოჯახის შესაქმნელად, მათთვის მეუღლის წინაშე ერთგულებისა და პასუხიმგებლობის გააზრება, საქართველოსა და მსოფლიოს ოჯახის კულტურის კომპონენტებისა და ფილოსოფიის შესწავლა" - თქვა ვასაძემ.