„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ადიგენში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოფელ მოხიდან მუსლიმები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი დაზარალებულის სახლთან არიან შეკრებილები.
სახლიდან 20 მეტრში პოლიციის ცოცხალი კორდონია, რომლის მეორე მხარესაც ქრისტიანი მოსახლეობაა შეკრებილი.
ადგილზე იმყოფება ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.
#ადიგენი ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე სოფელში ქრისტიანი და მუსლიმი თემის დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც სოფელში შეკრებულ ქრისტიანებსა და მუსლიმებს ერთმანეთს ცოცხალი ჯაჭვით ყოფენ
Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 1, 2016
ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების მიერ ცალკე სასაფლაოს გაკეთებას ეწინააღმდეგება. რამდენიმე მათგანის თქმით, ადიგენი ქრისტიანული სოფელია, ამიტომ კანონზე მაღლა აქ სარწმუნოება დგას.
#ადიგენიადიგენის გამგებელმა მოსახლეობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების მიერ ცალკე სასაფლაოს გაკეთებას ეწინააღმდეგება. რამდენიმე მათგანის თქმით, ადიგენი ქრისტიანული სოფელია, ამიტომ კანონზე მაღლა აქ სარწმუნოება დგას.სოფელში, ერთ-ერთი დაზარალებულის სახლთან მოხედან ჩამოსული მუსლიმები შეიკრიბნენ. ასიოდე მეტრის მოშორებით შეკრებილია სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა, მხარეებს შორის კი პოლიციაა მობილიზებული. http://liberali.ge/news/view/21192/adigenshi-qristianebisa-da-muslimebis-jgufebs-shoris-politsia-dgas
Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 1, 2016