Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო

02 მარტი, 2016 14:51

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილადაა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და სპეციალური ზონალური შეთანხმება.

საქმე თბილისის მერიას საკითხის გადაუწყვეტლად დაუბრუნდა უკან განსახილველად.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობაზე სამართლებრივი დავა უკვე 2 წელია მიმდინარეობს. 

საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა ცნოს თუ არა ბათილად თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება.

24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა  ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა.  ხოლო, 20 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის  #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობის შესახებ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე შევიდა. დღეს გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც "პარტიზანი მებაღეების", ზურაბ ბაქრაძის, თემურ კალანდაძისა და „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელები ერთ საქმედ აერთიანებდა. ცალკე საქმედ რჩება თეა კუჭუხიძისა და „უსაფრთხო სივრცის“ მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის არსებითი განხილვაც ასევე ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

ვრცლად სასამართლო პროცესის შესახებ მოგვიანებით წაიკითხეთ „ლიბერალზე".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^