Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC რიგი ნარკოტიკებისთვის მცირე ოდენობის არარსებობას საკონსტიტუციოში გაასაჩირებს

04 მარტი, 2016 18:44

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა ინტერესებს დაიცავს, კერძოდ, გასაჩივრდება სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციორობა, - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის 6 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისათვის - 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართვლოს კანონის N2 დანართით გათვალისწინებული ნუსხა, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმები არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ამასთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა) ოდენობებს და შესაბამისად, მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც კი კანონით დიდ ოდენობად მიიჩნევა, რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით.

„მოსარჩელეების პოზიციით, დღეს არსებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობისა და თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებებს. ერთი მხრივ, კანონმდებლობა აწესებს უსამართლო ოდენობებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად მკაცრ სანქციებს პირადი მოხამრების მიზნით მათი უკანონო შეძენა/შენახვისათვის.

მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა (თუკი მათი ოდენობა ცალსახად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან აღნიშნული მიზანი არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), არ წარმოადგენს იმ სახის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას, რომ ამ ქმედებისთვის პირი დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით. ამავდროულად, ასეთ ქმედებაზე სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს (და ხშირ შემთხვევაში კონტრპოდუქტიულია) სასჯელის ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და ზოგადი სამართლიანობის აღდგენა.

დღესდღეობით სადავო ნორმებით არაერთ პირს აქვს ხანგრძლივი ვადით თავისუფლება აღკვეთილი. გასაჩივრებული ნორმების მოქმედება მით უფრო არაგონივრული და რეპრესიულია იმ პირთა მიმართ, ვისაც წამალდამოკიდებულების პრობლემა აქვს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს და შეაფასოს ამ ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი" - მათქვამია EMC-ის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სარჩელი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადდა. 

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^