Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქსანში მუშების გაფიცვა დასრულდა

05 მარტი, 2016 1:22

სს "მინის" ქარხნის მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შეთანხმება კომპანიასა და საგაფიცვო კომიტეტს შორის,  დღეს, გაფიცვის 30-ე დღეს შედგა. მოთხოვნილი ხელფასის 30%-იანი ზრდის ნაცვლად კომპანიამ მუშებს 7,5%-ით მომატებული ანაზღაურება შესთავაზა. ასევე, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პროფკავშირისთვის გამოყოფილ ფართთან დაკავშირებით. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე კი მუშაობა აპრილიდან დაიწყება და ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე. შეხვედრა დასრულებამდე დატოვა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

ქსანში, სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელი დაახლოებით 1 თვის წინ გაიფიცა. გაფიცულებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: ხელფასის 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლების მიცემა ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან და ადგილობრივი პროფკავშირებისთვის საწარმოს ტერიტორიაზე საოფისე ფართის გამოყოფა.

ფოტო: ხატია მაღლაფერიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^