„როცა დაიწყო ლაპარაკი, რომ შეიძლება გაზპრომიდან მიგვეღო დამატებითი გაზი, ამას სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა", - ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ განაცხადა, სადაც ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრობენ.
„ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, თურქეთიდან. ამაზე ააგეს, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა დაიკავა ჩვენი ტეიროტორიები და მათთან ახლოდან ლაპარაკი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება და თუ ასე მივუდგებით, თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოდის, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?", - აცხადებს თოფაძე.