სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 საათზე დაიწყო. აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის სენატისთვის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა უნდა წარედგინა, სტუდენტების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. აქციის მონაწილეები იმ აუდიტორიაში შესვლას ცდილობდნენ, სადაც სენატს გაფრინდაშივილის კანდიდატურის კანცლერის პოსტზე წარდგენისთვის უნდა ეყარა კენჭი. სტუდენტების შეჩერებას ცდილობდნენ უნივერსიტეტის შენობაში მობილიზებული პატრულის თანამშრომლები.
სენატის შეხვედრა ჩაიშალა. ერთ-ერთმა წევრმა, პროფესორმა გეგეჭკორმა სტუდენტებს შესთავაზა, რომ ორშაბათს, 10 სტუდენტთან ერთად სენატის პირველ მოსამზადებელ სხდომას, სამშაბათს კი თვითმმართველობის წევრებთან ერთად ანალოგიურ შეხვედრას გამართავდნენ, ხოლო ამ საუბრების შემდეგ დაინიშნებოდა სენატის საარჩევნო სხდომა. სტუდენტები ამ შემოთავაზებას არ დათახმდნენ და სენატის წევრებს თავისი მოთხოვნები წაუყენეს.
სტუდენტები ხვალ იწვევენ სენატის ყველა წევრს, კანცლერის კანდიდატ, გიორგი გაფრინდაშვილის გარდა; ასევე, მოუწოდებენ ყველას, ვისაც სურვილი აქვს აქციას შეუერთდეს, გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სტუდენტები გეგმავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაავრცელონ მიმართვა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ უნივერსიტეტში არ გამოცხადდეს პოლიცია, თუ იქ სისხლის სამართლის დანაშაული არ მოხდება.