Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ქონებას ფლობს შპს „სტუდია მაესტრო“, რომლის დირექტორიც ლევან გაჩეჩილაძეა

11 მარტი, 2016 13:56

ლევან გაჩეჩილაძემ გამოააშკარავა, თუ რა დავალებით არის მოსული „მაესტროში“, მას უნდა, რომ გააჩეროს „მაესტრო“ სატელევიზიო სივრცეში, - უთხრა „ლიბერალს“ შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ.

მისი თქმით, „მაესტოს“ ლოგო და სახელი მისი საკუთრებაა და „თუ ვინმე ეტყვის, რომ ეს ასე არაა, ეს საკუთრების ხელყოფა იქნება“.

„შებრძანდით საქპატენტის ვებგვერდზე, ჩაწერეთ სასაქონლო ნიშნებში „მაესტრო“ და თქვენ თვითონ ნახავთ, ვის ეკუთვნის ლოგო და სახელი, ეს არის ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამა თუ იმ საკუთრებას“, - აცხადებს კიკაბიძე.როგორც დღეს გახდა ცნობილი, შპს „სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

გაჩეჩილაძე მოითხოვს, არ მიეცეს „მაესტროს“ ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება შპს „ტელეკომპანია მაესტროს", რომლის 100%-ის მფლობელი ბაჩო კიკაბიძეა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიკაბიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში „ტელეკომპანია მაესტროს" სახელით არხი მაუწყებლობას დაიწყებს. მისივე თქმით, შესაბამისი უფლებისთვის მან, ასევე მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა, საიდანაც დღეს „მაესტრო“ მაუწყებლობს, მაკა ასათიანის საკუთრებაა. მისმა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ არხის ტექნიკის 95%-ზე მეტს, ასევე მაკა ასათიანი ფლობს.

რა ქონებას ფლობს შპს „სტუდია მაესტრო“, რომლის დირექტორიც ლევან გაჩეჩილაძე გახდა?

ადვოკატ გვენეტაძის ინფორმაციით, შპს „სტუდია მაესტროს“ უძრავი ქონება არ აქვს. შპს დაახლოებით 2-3 ავტომანქანას ფლობს, ასევე მოძრავ ქონებას, რაც დახლოებით 2 მლნ ლარამდეა შეფასებული. „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამაში შედის კომპიურეტები, პრინტერები, სკამები, მაგიდები და ა.შ. რაც შეეხება სტუდიების აღჭურვილობას, ძვირადღირებულ ტექნიკას, სერვერებს და ა.შ. ეს ყველაფერი გახლავთ მაკა ასათიანისა და მისი კომპანიების“, - ამბობს გვენეტაძე.

გვენეტაძე, ასევე აღნიშნავს, რომ უშუალოდ „სტუდია მაესტროს“ აღნიშნული მთელი ქონება, რამდენიმე წელია, დაგირავებულია მაკა ასათიანის ვალების მომსახურებისთვის.

„თუ მაკა ასათიანი მოითხოვს თავისი ვალების ამოღებას, ეს ქონებაც გახდება მისი საკურება, ამიტომაც არის, რომ პირობითია შპს „სტუდია მაესტროს“ საკუთრება“, - ამბობს გვენეტაძე.

შპს „სტუდია მაესტროს" წილი, რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5%, და მაკა ასათიანი - 25%.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, „მაესტროს“ სასაქონლო ნიშანი თავის დროზე შპს „სტუდია მაესტროს“ ეკუთვნოდა, მაშინ, როდესაც ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა, მისი გადაფორმება შპს „ტელეკომპანია მაესტროზე“ კი 2014 წელს მოხდა.

„2011 წელს, თავდაპირველად ეს ლოგო დარეგისტრირდა „სტუდია მაესტროზე“, 2014 წლის ოქტომბერში, გადაბაძემ დამფუძნებლებისგან მალულად ეს ლოგო გააჩუქა ბაჩო კიკაბიძის სახელზე რეგისტრებულ კომპანიაზე. როგორც კი ეს გავიგეთ, 2015 წელსვე, გია გაჩეჩილაძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. როდესაც პარტნიორთა კრება ჩატარდა, გადაბაძის ამ გადაწყვეტილებას 100%-მა არ დაუჭირა მხარი, ის მხოლოდ 60%-მა მოიწონა. ჩვენ გავასაჩივრეთ ამ კრების ოქმი, რადგან როდესაც საქმე ეხება  პარტიოის ქონების (ამ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის) გაჩუქებას კონკურენტზე, საჭიროა 100%-ის თანხმობა“, - ამბობს კორძახია.

მისი თქმით, სარჩელით მოთხოვნილია გაჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

რაც შეეხება ქონებას, მისი თქმით, შპს „სტუდია მაესტოს“ 10 მლნ ლარის ღირებულების ქონება აქვს. „ეს დასტურდება იმ იმ ბალანსით, რომელიც წინა დირექტორმა წარადგინა სასამართლოში“.

„ასე რომ მთელი ტექნიკა, 100%, არის „მაესტოსი“, ოღონდ ის დაგირავებულია მაკა ასათიანის სესხის უზრუნველსაყობად“,-

კორძახიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ასათიანი გადაწყვეტს გირაოს ფასად ქონების წართმევას, „ამას ერთწლიანი პროცედურა დასჭირდება, არაა ასე ადვილი, რომ მოვალეს ქონება ერთ დღეში წაართვა, თუნდაც ვალი გიდასტურდებოდეს. მანამდე კი ამ ტექნიკის მესაკუთრე არის შპს „სტუდია მაესტრო“.

რაც შეეხება შენობას, კორძახია ამბობს, რომ შენობის მოიჯარე „სტუდია მაესტროა“, და მათ კანონით ამ შენობაში ყოფნის მაქსიმუმ სამთვიანი ვადა აქვთ.

„გადაბაძის წერილშიც აღნიშნულია, რომ ამ შენობის დაცლას არ მოითხოვენ, თუ არ მოითხოვენ დაცვლას, კანონით თანახმად ეს ჩაითვლება უვადოდ გადადებულად, უვადოდ გადადებული იჯარა, მხოლოდ 3 თვით ადრე შეტყობინების შემდეგ შეიძლება გაუქმდეს, ასე რომ 3 თვე „მაესტროს ექნება უფლება, ამ შენობაში იყოს“, - ამბობს კორძახია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^