ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან.
„ქალთა მოძრაობა" პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.
შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება.
ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება,
აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი!
მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკიხი! მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუსის!
მოდი დღეს რვა საათზე საქართველოს კანცელარიასთან!
არა შანტაჟს!
არა მანიპულაციას!
არა სპეკულაციას! "
„ქალთა მოძრაობა" მოუწოდებს მოქალაქეებს დღეს, 8 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მოვიდნენ იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება გააპროტესტონ.