Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: დეისაძე დააკავეს, მასთან შეხვედრის საშუალებას არ გვაძლევენ

12 მარტი, 2016 0:22

ერეკლე დეისაძის ადვოკატის, თორნიკე უსტარაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ დეისაძე სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც მან "ლიბერალს" განუცხადა, ამჟამად დეისაძე ორთაჭალაში ჰყავთ გადაყვანილი და მანქანაში ამყოფებენ, რადგან დაკავებულთა სიმრავლის გამო შენობაში ჯერ ვერ შეჰყავთ. 

უსტარაშვილის თქმით, მან, როგორც ერეკლე დეისაძის ინტერესების დამცველმა, დაკავებულთან შეხვედრა მოითხოვა. თუმცა პოლიციისგან, გაურკვეველი მიზეზის გამო, უარი მიიღო.

სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლი პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ერეკლე დეისაძე კანცელარიასთან გამართული პერფორმანსის დროს დააკავეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მან კანცელარიის შენობაზე პროექტორის მეშვეობით გასპარ ნოეს ფილმი გაუშვა. 

ფოტო: ლექსო მაჭავარიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^