Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: თსუ-ში მართლაც იყო უშიშროების ოფიცერი, თუმცა მას ხელშეკრულება შეუწყდა

12 მარტი, 2016 16:27

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ოფიცრის ყოფნას ადასტურებს.

„მართლაც იყო უშიშროების ოფიცერი, თუმცა მას უკვე ხელშეკრულება შეუწყდა. მე გეტყვით რატომ იყო აქამდე უშიშროების ოფიცერი წარგზავნილი უნივერსიტეტში. მე მესმის ჩვენი საზოგადოების, რომ მათ ბუნებრივად უჩნდებათ ეჭვი რა უნდა უშიშროების ოფიცერს უმაღლეს სასწავლებელში. არის გარკვეული საფრთხეების რისკები, რასაც შეიძლება რიგითი მოქალაქე პირდაპირ ყურადღებას ვერ აქცევს. მაგალითად, თქვენ იცით „ისლამისტური სახელმწიფოს"  პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის აბსოლუტირად თვალშისაცემია. თქვენ იცით რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები არიან ახალგაზრდები. თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს. სამწუხაროდ არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ დავერბოვკება. ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო", - განაცხადა სესიაშვილმა „იმედის" თოკშოუს, „პოლიტიკის" ეთერში. 

სესიაშვილის თქმით, ხვალ, რომ  გავრცელდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა „ისლამისტურ სახელმწიფოში" ტერორისტად მებრძლებთან ერთად და ის აღმოჩნა იმიტომ რომ მისი „ვერბოკა" მოხდა თბილისის უნივერსიტეტში, „მომთხოვთ თუ არა პასუხს".

„ხომ მეტყვით რატომ არ გაატარეთ პრევენციული ღონისძიება? სად იყო უშიშროება ? ასე მარტივი არ არის. დაუსვით ლადო პაპავას კითხვა, უშიშროების ოფიცერი ერეოდა თუ არა რაიმე სახით უნივერსიტეტის საქმიანობაში?", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ 8 მარტს, სტუდენტებთან შეხვედრისას (იხ. ვიდეო) უნივერსიტეტში „ოდეერის" ყოფნა დაადასტურა.

სტუდენტების შეკითხვაზე, არის თუ არა ივა კავსაძე ოდეერი, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ არის.

- „არის თუ არა კავსაძე ოდეერი? კი ან არა?", - ჰკითხეს პაპავას სტუდენტებმა. 

- „რას ცვლის ეს კი ან არა, კი, მერე რა?!", - განაცხადა ლადო პაპავამ. 

ლადო პაპავას თქმით, უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერს ივა კავსაძეს კანცლერის თანაშემწის თანამდებობა უკავია.

უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ თსუ-ის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელით გაავრცელა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი. ასევე, მათი თქმით, ივა კავსაძეც არაა სუს-ის თანამშრომელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^