Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ის თვითმმართველობა უნივერსიტეტის ეზოში ორშაბათს კონტრაქციას გეგმავს

13 მარტი, 2016 14:41

თსუ-ის თვითმმართველობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწორედ იმ დროს და ადგილზე აანონსებს აქციას, სადაც უნივერსიტეტში მიმდინარე აქციების მონაწილე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ.

სტუდენტთა აქციის მონაწილემ ლევან ლორთქიფანიძემ „ლიბერალს“ დაგეგმილი აქციის შესახებ გუშინ განათლების მინისტრთან შეხვედრის დასრულების უთხრა.

სტუდენტური თვითმმართველობის Facebook-გვერდზე კი დღეს დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდა პარალელური აქციის შესახებ ინფორმაცია. ისინი აქციაში მონაწილე სტუდენტებისა და თსუ-ის რექტორის, ლადო პაპავას წინააღმდეგ გამოდიან. 

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დგას სრული პარალიზების საფრთხის წინაშე.

ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თსუ-ის სტუდენტებს, კვლავ განაგრძობს უნივერსიტეტის სამუშაო პროცესის ჩაშლას. მათ მიერ არათანმიმდევრული მოთხოვნების დაფიქსირება მიმდინარეობს ძალისმიერი და ცილისმწამებლური მეთოდების გამოყენებით.

ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ჩატარებასა და უნივერსიტეტის სხვა ძირითადი ფუნქციების განხორციელებას.

რექტორი კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს უნივერსიტეტის სამართლებრივ ჩარჩოებში ფუნქციონირების გარანტს, მისი უნიათობითა თუ მიზანმიმართული უმოქმედობით ხელს უწყობს სიტუაციის გამწვავებას. ვლადიმერ პაპავა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შენარჩუნებას. შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სახელს", - ნათქვამია სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებაში.

სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მთავარი მოთხოვნებია:

• უნივერსიტეტის რექტორმა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება!
• გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ОДР-ის და ყველა მსგავსი საბჭოური გადმონაშთისგან!
• ყველამ უპირობოდ სცეს პატივი უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიულ პრინციპებს და მიეცეს უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს თავისუფალ რეჟიმში მუშაობის უფლება!

იმ სტუდენტებს კი, ვინც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს მართავან, საკუთარი მოთხოვნები აქვთ:

- მოვითხოვთ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე!

- მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას!

- მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას!

- მოვითხოვთ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, მოძალადეების მფარველი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას!

- მოვითხოვთ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას!

სტუდენტების განცხადებით, „პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა საფუძვლად დაედო მძლავრ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას. ჩვენ გამოთიშულნი ვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. არავინ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს, თუ ვის აირჩევენ წამყვან თანამდებობებზე, როცა ეს ადამიანები ჩვენს ბედ-იღბალს განკარგავენ. 

ლოდინის დრო აღარაა! ცვლილებები უნდა იყოს სწრაფი! ჩვენ ვდგავართ ერთად და გვაერთიანებს საერთო პრობლემები. ეს არაა ერთი უნივერსიტეტის ბრძოლა, არამედ საყოველთაო დემოკრატიული და ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცისთვის; ამ ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს უკეთეს მომავალს ყოველი ჩვენგანისთვის. 

ავტონომია უნივერსიტეტს!"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^