Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზალკალიანი: სოფელ ჯარიაშენშის საკითხზე მყისიერად ავამოქმედეთ არსებული ყველა ბერკეტი

13 მარტი, 2016 16:31

„სოფელ ჯარიაშენში მიმდინარე პროცესების შესახებ მყისიერად ავამოქმედეთ არსებული ყველა ბერკეტი, კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის სამივე თანათავმჯდომარე - ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენელი“, - აცხადებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილე დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, სამინისტრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან - კერძოდ, მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა და პროცესებს დეტალურად აკვირდება - მუდმივ კავშირზე იმყოფება.

„ეს საკითხი სერიოზული განხილვის თემა იქნება სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომაზე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ჟენევაში შეხვედრის მორიგი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება და ჩვენი დელეგაცია ამ საკითხს ძალიან მწვავედ დააყენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი პოზიციის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, იმისთვის, რომ  არ მოხდეს პროცესების ესკალაცია - მავთულხლართების დამონტაჟება და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

გორის სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ხე-ხილის ბაღებზე გზა გაჰყავთ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვითარებას აკვირდება და მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებენ სუსში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^