Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლადო პაპავას თქმით, ასისტენტ-პროფესორის განცხადებაზე ადეკვატური ზომები იქნება მიღებული

13 მარტი, 2016 19:11

თსუ-ში შეკრებილმა სტუდენტებმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანისგან, ირაკლი ბურდულისგან, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი რუსიაშვილის განცხადების შესახებ განმარტება მოითხოვეს. 

რუსიაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე სტუდენტებს მიმართა: 

„იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც ჩემი საგანი გაქვთ არჩეული და მიგაჩნიათ, რომ დეკანი სამარცხვინოა, თამამად შეგიძლიათ თავი აღარ შეიწუხოთ ლექციებზე დასწრებით და საგამოცდო ნაწერზე მიუთითოთ "სამამარცხვინო დეკანი" ან უბრალოდ ს. დ. გარანტირებულად გექნებათ 100 ქულა, რათა ხელი აღარ შეგეშალოთ სხვა არასამარცხვინო იურიდიულ ფაკულტეტზე გადასვლაში".

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც ჩემი საგანი გაქვთ არჩეული და მიგაჩნიათ, რომ დეკანი სამარცხვინოა, თა...

Posted by Giorgi Rusiashvili on Sunday, March 13, 2016

ბურდულმა სტუდენტებს უთხრა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.

თსუ-ის რექტორის ლადო პაპავას შეფასებით, აღნიშნული განცხადება ყოვლად მიუღებელია. „თუ ასეთი რამ არის, მოგვმართეთ და აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ ზომებს", - განაცხადა ლადო პაპავამ, - „ვინც არ უნდა იყოს, ასისტენტი იქნება თუ სრული პროფესორი, არავის მხრიდან არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც სტუდენტის ღირსებას შეურაცხყოფს. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენ გვაქვს წესდება, ამის ჩარჩოდან არ გამოვალთ, ეს ფაქტი ოფიციალურად შემოვიდეს და მივცემთ შიდა გამოძიებისთვის". 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, გიორგი რუსიაშვილის Facebook-პოსტის შესახებ განმარტებას აკეთებს.  გიორგი რუსიაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე სტუდენტებს მიმართა: „იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც ჩემი საგანი გაქვთ არჩეული და მიგაჩნიათ, რომ დეკანი სამარცხვინოა, თამამად შეგიძლიათ თავი აღარ შეიწუხოთ ლექციებზე დასწრებით და საგამოცდო ნაწერზე მიუთითოთ "სამამარცხვინო დეკანი" ან უბრალოდ ს. დ. გარანტირებულად გექნებათ 100 ქულა, რათა ხელი აღარ შეგეშალოთ სხვა არასამარცხვინო იურიდიულ ფაკულტეტზე გადასვლაში".#თსუ #ავტონომიაუნივერსიტეტს #TSU16  http://liberali.ge/news/view/21431/lado-papavas-tqmit-asistentprofesoris-gantskhadebaze-adekvaturi-zomebi-iqneba-mighebuli

Posted by ლიბერალი / Liberali on Sunday, March 13, 2016

ვიდეო: ნათია ამირანაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^