თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი ნინო კაკულია უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებთან მივიდა. ნინო კაკულიამ უნივერსიტეტში მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
"2012 წლის არჩევნების შემდეგ ჯერ თვითნებურად, მერე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობით, გაზეთში ცენზურა აიკრძალა. 2012 წლამდე მოგეხსენებათ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. მე ვთხოვდი სტუდენტებს, რომ ნუ იტყვით ისეთ რამეს, რასაც მე არ დამაბეჭდინებენ. მახსოვს ლევან ლორთქიფანიძე მაშინ კენჭს იყრიდა თვითმმართველობის არჩევნებში. არ შეიძლებოდა გაზეთში ეს ფაქტები არ ასახულიყო, მაგრამ ვთხოვდი არ ეთქვა ისეთი რამე, რასაც არ დამაბეჭდინებენ. ეს უხერხულია. მე არ აღმომაჩნდა ძალა, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მებრძოლა იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება უნივერსიტეტის გაზეთში შენარჩუნებულიყო. არ მინდა ყოფილი კოლეგებთნ დაპირისპირება, მაგრამ იძულებული ვარ გავცე ამას პასუხი, რომ მაშინ კანცლერი, დავით ჩომახიძე მოითხოვდა ჩვენგან, რომ სიტყვა პრობლემა უნივერსიტეტის გაზეთში არ გვეხსენებინა. დრო მოდის ისეთი, რომ სტუდენტები ითხოვენ გარკვევას და იძულებული ვარ თავი დავიცვა.
არჩევნების შემდგომ მე ეს ვაღიარე მაშინდელ ვიცე-რექტორთან მარინე ჩიტაშვილთან, რომლის სტატიაც ამომაღებინეს. ნაციონალური მოძრაობის პირობებში რაღაც ინციდენტი მოხდა მასთან დაკავშირებით. ვთხოვე მარინე ჩიტაშვილს, რომ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სტუდენტი ერთი დღით დააპატიმრეს. მან სამართლიანად მითხრა, რომ არ ენდობოდა გაზეთს და რასაც ის იტყოდა, არ დაიწერებოდა, ან ამომაღებინებდნენ. ყველანაირად ვცდილობდი სხვადასხვა საშუალებებით მიმეწოდებინა აზრი, რომ თანახმა ვარ ყველა მოსაზრება დაიწეროს, თუმცა მძევალი ვიყავი იმ სიტუაციის. მარინე ჩიტაშვილი როცა გახდა ვიცე რექტორი, მან ძალიან მკაცრად მითხრა, რომ დამესახელებინა ის ადამიანი, ვინც ამომაღებინა სტატია. მე დავასახელე გიორგი გაფრინდაშვილი და შემდგომ ის ნაწყენი იყო ამაზე. არა მარტო გიორგი გაფრინდაშვილმა ითხოვა, რომ ამომეღო სტატია. იყო ბევრი შემთხვევები, _ ამბობს თსუ-ის გაზეთის რედაქტორი ნინო კაკულია.