Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ის სტუდენტები თვითმმართველობის წევრებს აქციის გადატანისკენ მოუწოდებენ

13 მარტი, 2016 21:46

მოვუწოდენთ თვითმმართველობის წევრებს, შეცვალონ კონტრაქციის დრო და ადგილი, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ნათია ქარჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილე სტუდენტებმა დაახლოებით 3 დღის წინ დააანონსეს, რომ აქციის გამართვას 14 მარტს, პირველი კორპუსის ეზოში გეგმავდნენ. მისივე თქმით, გუშინ კი თვითმმართველობამ იმავე დროსა და ადილას კონტრაქცია დაანონსა.

„ისინი დაპირისპირებული მხარეა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის დაძაბვა, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ აქცია ჩაატარონ სხვა ადგილას ან დრო შეცვალონ. ჩვენ აქციის გაუქმებას ან სხვა დროს გადატანას არ ვაპირებთ. ვითხოვთ, რომ მათ უარი თქვან პრივილეგიებზე და მოუწოდონ გიორგი გარფინდაშვილს მოსხნას კანდიტარურა“,  - ამბობს ქარჩილაძე.

მისი თქმით, თვითმმართველობის წევრებთან მათ ჰქონდათ მიმოწერა, რომ გადაეტანათ აქცია, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.

„მათი თქმით, აქციის ჩატარება მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა გარდა კონსტიტუციური უფლებისა, არსებობს მორალური უფლება, რომელიც მათ ავალდებულებს, რომ ყველანაირი დაძაბულობა თავიდან აირიდონ და შესაბამისად აქცია გადაიტანონ“, - ამბობს ქარჩილაძე.

თსუ-ის სტუდენტის ირაკლი კუპრაძის თქმით, თვითმმართველობის მიერ დანიშნული აქცია არის გამიზნული პროვოკაცია. როგორც მან განაცხადა, თვითმმართველობის აქცია არის შეთანხმებული იურიდიულ ფაკულტეტთან და დეკანთან. ამის შესახებ მან დღეს, უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ფაკულტეტის დეკანს, ირაკლი ბურდულს მიმართავდა. მისი თქმით, იურიდიული ფაკულტეტი იქცა რეპრესიულ მანქანად.

„ამ დღეების განმავლობაში, მთელი სტუდენტური თვითმმართველოს ბლოკ-პოსტი გადატანილია მეორე კორპუსში, და თვენი და გიორგი გაფრინდაშვილის შეთანმხების გარეშე ორშაბათის თვითმმართველოს აქცია არ დაიგეგმებოდა. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, 3 დღის ადრე გვქონდა ჩვენ დაანონსებული ჩვენი აქცია. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება რომ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებს შორის და შემდეგ დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის საბოტაჟი თქვენი მხრიდან“, - მიმართა ბურდულს თსუ-ის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^