თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ლიბერალის" ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - აქციის მონაწილემ მას ყელში წაუჭირა ხელი. „ლიბერალის" კიდევ ერთ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს კი ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს.
„ლიბერალს" და „ნეტგაზეთს" პროვოკატორები გვიწოდეს. გვითხრეს, თქვენი ადგილი მეორე აქციაზეა, აქაურობას მოშორდითო", - ამბობს „ლიბერალის" ჟურნალისტი.
„ნეტგაზეთის" რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა, მან მალევე მოახერხა თავისი ტელეფონის დაბრუნება.