Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია: როდესაც ტერორს გიწყობენ და ნებდები, ამით სხვათა სოცოცხლეს აგდებ საფრთხეში

14 მარტი, 2016 22:56

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ლიბერალი" ბესელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის
მიმართვა – უპირველესად– ქალებს!

„პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე...,,

ეს კანონია, ეს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რაც შემაკავებელი უნდა იყოს დამნაშავისთვის რომ არ გადააბიჯოს იმას, რაც შეიძლება ზოგჯერ კანონზე მეტი იყოს.. ეს მეტი კი–მორალური მიჯნაა....
კანონი პოლიტიკისა და მორალის ნაჯვარია და არის კიდევ რაღაც რაც უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა, ვიდრე სამართლის ნორმა და კიდევ...
და სწორედ ამ სივრციდან მინდა მოგმართო შენ, თითეულო ქალბატონო, ვინც დღეს შეშინდი...ვისაც შეეხო და შეიძლება შეეხოს ეს ყველაზე ამაზრზენი თავდასხმა.


მე, ქალი პოლიტიკოსი, ქალი–ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სხვათა უფლებების დამცველი და ამ ყველა სხვათაგან , ქალთა უფლებების დამცველიც– მოგმართავ ახლა საქართველოს თითოელ ქალს, მარტივი მაგრამ ფოლადივით მტკიცე სიტყვებით –ნუ შეშინდები!
ნუ, ნუ შეშინდები!
ნუ დაიხევ უკან! ნუ შეიცვლი იმ ბრძოლის ჟინს და რწმენას, რის გამოც ვიღაც შავ–ბნელი ძალისთვის მიუღებელი და საფრთხის მატარებელი აღმოჩდი!
ნუ აჩვენებ რომ შენს სულში ადგილი არის შიშის და ამ უზნეობასთან დანებების!
ნუ იგრძნობ თავს მარტო!
მე დღეს ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ვხემძღვანელობ საკუთარი მაგალითით გადაგეფარები, არა ყავლგასული, გახუნებული, ყალბი ფრაზებით...
დიახ, ეს პერსონალური მაგალითი მაძლევს მორალურ უფლებას და ვალდებულებასაც მეტად გადავეფარო ყველა იმ ქალს –ვისაც დღეს მორალურად და ფიზიკურად კლავენ! 
ეს განსაცდელი უკვე გავიარე, როდესაც მე როგორც ქალს და დედას გამიზომეს გამძლეობა მომაკვდინებელი მეთოდით– ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამიდეს სიცოცხლის ერთ პინაზე და....
დიახ, არ მიფიქრია მაშინ როგორ მეტკინებოდა და რამდენი ხნით, ვთქვი რომ უკან არ დავიხევ და ამ ბრძოლით გადავარჩენ არა მხოლოდ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებს, არამედ ათასობით იმ ადამიანს ვინც მაყურებელი იყო ამ პროცესის, ზოგი გულშემატკივარი და ზოგიც მოსეირე! 
მაშინ იყვენ ისეთნიც ვინც თქვა, რომ –კომპრომისი და დამორჩილება ჯობდა , ვიდრე გამეტება საკუთარი სისხლის და ხორცის გისოსებისა და დევნისთვის. 
არა, არ ჯობდა, რადგან როდესაც ტერორს გიწყობენ და ნებდები , ამით სხვათა სოცოცხლეს აგდებ საფრთხეში და შენს ცხოვრებასაც მონურს ხდი! ტეროროსტები და მოძალადეები ხდებიან ამ დროს გამარჯვებულები!
ამიტომ ვიარე მტკივნეული გზით და, რასაკვირველია, ამ დიდი ტკივილის ფასი იყო საბოლოო გამარჯვება.
მე როგორც ქალი ვიდექი ტყვიების ზუზუნში, სისხლიანი გუბეების წინ, სიკვდილს თვალშევლებული, მორალური ტერორის და მუდმივი მუქარა–შანტაჟის ქვეშ და ეს გრძელდებოდა წლები–2007–8–9–10–11 წლები.... და ...
ამ ტერორს აწყობდა არა მარტო ერტი კაცი (კაცი?!) არამედ ამ ,,კაცის,, მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა. სისტემის ნაწილი იყო ყველა ის ცოცხალი და ლეშად ქცეული ინსტრუმენტი, რომელიც აცოცხლებდა ეპიდემიადქცეულ მანკიერებას. არ იყვნენ ცოტანი– ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხომ ყველას გახსოვთ!
მე არ მქონდა მაშინ არც ისეთი სოლიდარობა და არც იმხელა მხარდაჭერა რაც დღეს შეგვიძლია გვქონდეს! მარტო ვიყავი მაგრამ არ შემშინებია, მეშინოდა იმ საზარელი რეალობის ვაითუ ვერ გამეძლო! ბევრიც იმსხევრპლეს....

ეს ტერორი ბევრი მედია საშუალების ხელითაც ხდებოდა და დღესაც ხდება საუბედუროდ...

მარტო ის ნუ შეგვძრავს, როცა ქალს საძინებლის სასთუმლის ფერს დავინახავთ ან, მაშინ როცა ქალს ყელს გამოღადრავენ...მაშინაც უნდა შეგვძრას, როდესაც ქალი პოლიტიკოსების მორალურ ტერორს იწყებენ ყველაფრის მკადრებელი –პოლიტიკოსები...ჟურნალისტები ...კონკრეტული უსახური პერსონები...
იქნებ დავფიქრებულიყავით და ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თუნდაც როგორც პასიური თანამონაწილისა ამ მოვლენებში?! იქნებ ჯობს დღეს მაინც ვაღიაროთ , რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ამ ყველაფრის ნომინალურმა დაშვებამ და მიმღეობამ ხომ კიდევ უფრო მომაკვდინებელი ფორმები შეიძინა...
თუ არ გავაცნობიერეთ საიდან მოდის, რატომ და სად არის ფესვები, ისე ცხრათავიან გველეშაპზე დიდი აღმოჩდება ეს ურჩხული!
და კიდევ ერთი:
ვიდრე სხვის დაცვას შევეცდებით, ჯერ საკუთარ თავში დავამარცხოთ ის ბაცილა, რომელიც სხვისი ზიანის მიმყენებელია!
. საკუთარ თავში არ მივცეთ გასაქანი იმ ვერაგობას, რომელიც სხვისი ტკივილით ხარობს, სხვისი ბოროტება სწადია, სხვას დაცინის, ცილს წამებს...ასეთ დროსაც კი, ქვენა და პირადი მოტივი ჯაბნის სოლიდარობისა და სხვისი განცდის განცდას. 
ეს ბაცილა ჩავკლათ საკუთარ თავში და შემდეგ დავიცავთ მეორე ქალს, მესამეს და ყველას ....

მე საკუთარი გავლილი მძიმე გზით და მაგალითით გეუბნები შენ ყოველო ქალბატონო, რომ ––მზად ვარ დაგიცვა, გადაგეფარო, შენთან ერთად ვიბრძოლო და მარტო არ დაგტოვო!
მხოლოდ ნუ შეუშინდები ამ მორალურ ტერორს, ტერორისტს ჩვენი ეშინია და ამიტომაც მიმართა ასე მდაბიო და ყველაზე ამაზრზენ ფორმას!
ამ ბოროტებას ჩვენი ეშინია და ჩვენ დავამარცხებთ მას ერთად ყოფნითა და სიმტკიცით!"

დღეს Facebook-ში სავარაუდოდ, მოქმედი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება. ვიდეოს ავტორები კადრების არგავრცელების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდებენ, და იმუქრებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასაც გაავრცელებენ.

„ჯერ ამით შემოვიფარგლები, თუ არ წახვალთ, სხვებსაც გამოვამზეურებთ. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის უხდის ხელფასს! ვინც წავა, მათ კადრები არ დაიდება“, - ნათქვამია ვიდეოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^