Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის" ჟურნალისტისთვის აპარატურის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

15 მარტი, 2016 12:41

გუშინ თსუ-ს პირველ კორპუსში თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ლიბერალის" ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს. „ლიბერალის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს კი ყელში წაუჭირეს ხელი. 

ბასტი მგალობლიშვილი გუშინ იმყოფებოდა დაკითხვაზე, მისი კამერა კი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება, ექსპერტიზისთვის. 

როგორც საპატრულო პოლიციის პრესსამსახური „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

თუმცა გამოძიება მხოლოდ ნივთის დაზიანებას ეხება და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტი გათვალისწინებული არ არის.

ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში „ლიბერალთან“ ერთად ხელი „ნეტგაზეთის" რეპორტიორს შეუშალეს. თვითმმართველობის წევრებმა მას ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. მან მალევე მოახერხა თავისი ტელეფონის დაბრუნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^