თბილისის მერიის ცნობით, პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედელი ღამის საათებში ჩამოინგრა. გზის დაზიანების გამო, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
„შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა", - აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. შეზღუდვა ღამის საათებში გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გა...
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Tuesday, March 15, 2016