თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენელი გიორგი სარალიძე ამბობს, რომ რექტორს გადადგომის სანაცვლოდ, თვითმმართველობის წევრებმა საკუთარი მანდატის დატოვება შესთავაზეს.
„თვითმმართველობის მხრიდან გაჟღერდა შემდეგი ინფორმაცია: თუ რექტორი გადადგებოდა ამ მოწვევის თვითმმართველობა ტოვებდა საკუთარ მანდატს, იხსნიდა უფლება-მოსილებებსა და ვალდებულებებს და უნდა დანიშნულიყო თვითმმართველობის ახალი არჩევნები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ კონსენსუსამდე მისვლა ვერ მოხერხდა“, - თქვა სარალიძემ ლადო პაპავასთან შეხვედრის შემდეგ.
სარალიძე ამბობს, რომ თუკი შეთანხმება ვერ შედგება, თვითმმართველობის წევრები შიმშილობას დაიწყებენ.
სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეხვედრის შემდეგ თსუ-ის რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. „ავუხსენი მათ რა სიტუაციაა. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რა ფორმაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მივეცი პირობა, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელდება არც დაცვის სამსახურის და პოლიციის მხრიდან. მათ არავინ არ დაარბევს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ. მისი განცხადებით, საუბარი და დიალოგი გრძელდება.
#თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენელი გიორგი სარალიძე ამბობს, რომ რექტორს გადადგომის სანაცვლოდ თვითმმარველობამ საკუთარი მანდატის დატოვება შესთავაზა, თუმცა კონსესუსი არ არის მიღწეული. სარალიძე ამბობს, რომ თუკი შეთანხმება ვერ მოხდება, თვითმმართველობის წევრები შიმშილობას დაიწყებენhttp://liberali.ge/news/view/21509/reqtors-gadadgomis-sanatsvlod-tvitmmartvelobam-sakutari-mandatis-datoveba-shestavaza#თსუ #აუდიტორია115 #ავტონომიაუნივერსიტეტს #TSU16 #თსუ16
Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 15, 2016
ვიდეო: დათო ფარულავა