Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტში შეთანხმება ვერ შედგა

16 მარტი, 2016 3:22

უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რექტორს, განათლების სამინისტროსა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 
რექტორის, განათლების მინისტრის მოადგილისა და თვითმმართველობის წევრების შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ უშედეგოდ დასრულდა. 

შეხვედრიდან გამოსული რექტორის თქმით, მისი პოზიცია უცვლელია, რომ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, არ აპირებს გადადგომას. 

„მიზანი იყო მოსმენა, აზრების გაცვლა, ჩემი პოზიცია ურყევია, როგორც ვთვლიდი, რომ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორი არ შეიძლება გადადგეს, ასე ვფიქრობ. კონსულტაციები და შეხვედრები გაგრძელდება. ხვალაც ვაპირებთ კომუნიკაციის გაგრძელებას. მათ მოისმინეს ყველაფერი. მე დავპირდი, რომ ყველა დაცული იქნება უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო სახლია. არავისზე ზეწოლა არ იქნება, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ჩემი პოზიცია ურყევია“, - განაცხადა ლადო პაპავამ. 

შეთანხმება ვერ შედგა, რექტორის გადადგომის მოთოხვნა უცვლელია

➤ შეთანხმება ვერ შედგა, რექტორის გადადგომის მოთხოვნა უცვლელია➤ თვითმმართველობის წევრები არ დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს და თქვეს, რომ რექტორის გადაყენების მოთხოვნა უცვლელია. "სანამ რექტორი არ გადადგება, უნივერსიტეტის შენობას არ დავტოვებთ", - ამბობენ თვითმმართველობის წევრები. შეხვედრა რექტორმა და განათლების მინისტრმა უკვე დატოვეს.

Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 15, 2016

ვიდეო: ნათია ამირანაშვილი

რექტორმა და მინისტრის მოადგილემ თვითმმართველობის წევრებს შეხვედრაზე ის მოთხოვნები გააცნეს, რომლებზეც აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ. 

მოთხოვნები შემდეგი იყო: 

1. თუ ის ხალხი, რომელიც ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებდა, გავა უნივერსიტეტიდან, ჩვენც მზად ვართ წამოვიდეთ კომპრომისზე და აღვადგინოთ სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში.

2. სამინისტრო დაგვეხმაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს სრულიად განსხვავებული პრიცნიპით - პრივილეგიებისგან რომ გავანტავისუფლოთ უნივერსიტეტი.

3. პირობა, რომ ერთ კვირაში ისევ შევიკრიბებით აქ და ვიმსჯელებთ კონკრეტულ საკითხებზე, ისევე როგორც შემდეგ სამშაბათს და ა.შ

აუდიტორია 115-ის წევრები პირობას დებდნენ, რომ გვიან ღამით, მას შემდეგ რაც მემორანდუმს მიიღებდნენ,იმ შემთხვევაში თუ თვითთმართველობის ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც დატოვებენ უნივერსიტეტს, აუდიტორიას დაასუფთავებდნენ და დაიშლებოდნენ. 

უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური კი ამბობს, რომ თვითმმართველობის წევრები რჩებიან შენობაში სანამ რექტორი არ გადადგება და ამ მოთხოვნის შესრულებამდე ის თავად აგრძელებს შიმშილობას:

#თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური უნივერსიტეტის რექტორსა და განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას აფასებს. მისი თქმით, პაპავას გადადგომის შესახებ მოთხოვნა უცვლელია და სანამ ის არ დაკმაყოფილდება, თვითმმართველობის წარმომადგენლები პროტესტს განაგრძობენ. საბაური ამბობს, რომ სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი შიმშილობას განაგრძობს#თსუ16 #თსუ #TSU #TSU16

Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 15, 2016   ვიდეო: დათო ფარულავა 

ვიდეო: დათო ფარულავა 

 „ერთი საკითხი, რაზეც ვერ შევთანხმდით, არის რექტორის წასვლა, დანარჩენი, სტუდენტობასთან მე მგონია, რომ ყველაფერზე საერთო პოზიციები გაგვაჩნია და ვთანხმდებით. მზად ვართ ლოგიკური კომპრომისებისთვის, და თუკი მათ რაიმე სახის ხარვეზის შეგრძნება აქვთ სტრუქტურაში, შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ისე შიგნიდან მოწესრიგებაზე. ამ პოზიციაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენ სტუდენტებთან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს.

ერთადერთი პრეტენზია გვაქვს რექტორთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში „ოდეერს" მალავდა და ვერ უზრუნველყო ინსტიტუციების მწყობრად მუშაობა. რექტორი არ უნდა იყოს არც პროფესურის და არც სტუდენტების დასაცავი. და არც საპატრულო პოლიცია არ უნდა გამოიძახოს სტუდენტების წინააღმდეგ.

ჩვენ ვრჩებით აქ, ვაგრძელებთ მშვიდობიან დემონსტრაციას. რექტორის კაბინეტში არა, აქეთ მხარეს გადმოვინაცვლეთ, ჩვენ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გვაქვს და არავისზე ძალადობას არ ვაპირებთ. მე ვშიმშილობ, მაგრამ დანარჩენებს ვთხოვე, რომ პოზიციის დასაფიქსირებლად ერთი ადამიანიც კმარა, და არაა საჭირო ვინმეს ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს", - უთხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლიბერალს" შალვა საბაურმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^