ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე ჟურნალისტებთან საუბარში „ლიბერალს“ ბრალს სდებს თსუ-ში მიმდინარე პროცესების მიკერძოებულ, ცალმხრივ გაშუქებაში.
როგორც ბახტურიძე ამბობს, მათი წარმომადგენელი დაუკავშირდა „ლიბერალის“ ერთ-ერთ რედაქტორს, რომელმაც მას ამგვარი გაშუქების გამო ბოდიში მოუხადა და ამის მიზეზად განუცხადა, რომ „ლიბერალის“ ჟურნალისტების ნაწილი სტუდენტური მოძრაობის აქტივისტია.
გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და „ლიბერალის“ რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. ამგვარი საუბარი „ლიბერალის“ არც ერთ თანამშრომელსა და თვითმმართველობის არც ერთ წევრს შორის არ შემდგარა და ვერც შედგებოდა, რადგან „ლიბერალის“ არც ერთი ჟურნალისტი არ არის არც ერთი მოძრაობის აქტივისტი.
მიუკერძოებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. თსუ-ში მიმდინარე პროცესების გაშუქებაც ამის მაგალითია, სადაც მკითხველს ვაწვდით ყველა მხარის პოზიციას.
თუ სტუდენტური თვითმმართველობის რომელიმე წევრს ან სხვა ვინმეს სხვაგვარად მიაჩნია, მოვუწოდებთ, მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომლის ხელმომწერიც „ლიბერალი“ ქარტიის დაარსების დღიდანაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე: