Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISIS-მა ტერიტორიების 22%-ზე კონტროლი დაკარგა

17 მარტი, 2016 12:39

ბრიტანული კვლევითი ცენტრის IHS Jane's-ის ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრიდან 15 დეკემბრამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ტერიტორიების 14%-ზე კონტროლი დაკარგა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში კი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერიტორიების კიდევ 8% დაკარგა. 2016 წელს ძირითადი დანაკარგები იყო ჩრდილო-აღმოსავლეთით. სირიის მთავრობამ წარმატებას ქვეყნის დასავლეთში მიაღწია. ბოლო ყველაზე დიდი დანაკრგი იყო 2015 წლის ივნისში პალმირსა და რამადიში, რომელიც სირიაში ჩრდილოეთის დანაკარგებს მოყვა. მათ შორის იყო სტარეგიულად მნიშივნელოვანი ტელ-აბიადი, რომელიც მთავარი სასაზღვრო ქალაქი იყო თურქეთსა და ხალიფათის დე-ფაქტო დედაქალაქს, რაქას შორის.

IHS-ის ცნობით, ტელ-აბიადის დაკარგვის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რასაც გადასახადების გაზრდა მოყვა. დაჯგუფების მებრძოლეების ხელფასები 50%-ით შემცირდა.

ჯიჰადისტების ნავთობობიექტებზე ავიადარტყმებმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სასაზღვრო ქალაქის დაკარგვამ და თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებამ „ისლამური სახელმწიფოსკენ“ პოტენციური ახალწვეულევიბისა და ტვირთის რაოდენობა შეამცირა. IHS Jane's-ში მიიჩნევენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ეს მარცხი ახალი წევრების გადაბირების შესაძლებლობას ამცირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^