Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვაჭანტირაძე აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

17 მარტი, 2016 16:09

თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მიმართულია სულ სხვა მიზნებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

კვაჭანტირაძის განმარტებით, კარასინი განცხადების გაკეთებისას, სავარაუდოდ მარტო მის აზრს არ გამოხატავდა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ კარასინის პირით და მოდით ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ არ ახმოვანებდა, როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რასთან გვაქვს საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრისგან გაცილებით მეტი ინფორმაციის მოსმენაა საჭირო

„აბაშიძე -კარასინის ბოლო შეხვედრისგან ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას მოვითხოვთ. ბატონ ზურაბს მოვიწვევთ და აუცილებლად ვკითხავთ მას ყველა დეტალს. ბევრი შეფასება გაკეთდა კარასინის გამონათქვამებთან დაკავშირებით. მიხარია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო ერთსულოვანი განცხადებებში. ერთმნიშვნელოვნად ამ განცხადებას ცინიკურის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში, მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული ბატონი კარასინის მხრიდან, დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^