Economist Intelligence Unit ვერსიით, 10 ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხეში აშშ-ის საპრეზიდნეტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება შედის.
ყოველწლიური რეიტინგის ავტორები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლა მსოფლიოეკონომიკას შეარყევს, ასევე აშშ-ში პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში რისკებს გაზრდის.
EIU-ში, აგრეთვე ფიქრობენ, რომ საპრეზდინეტო არჩევნებში ტრამპი ჰილარი კლინტონს ვერ მოუგებს, რომელიც დემოკრეტების მხრიდან ყველაზე აშკარა კანდიდატად მიიჩნევა.
რეიტინგის შექმნისას Economist Intelligence Unit ანალიტიკოსები საფრთხის სერიოზულობას 25-ქულიანი სისტემით აფასებდნენ. ტრამპის, სავარაუდოდ, გაპრეზიდენტებას მათ 12 ქულა მიანიჭეს. ასეთივე ქულით შეაფასეს ჯიჰადისტებისგან მზარდი საფრთხე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულად ემუქრება.
სიის სათავეშია ჩინეთის ეკონიმიკის კლების საფრთხე, რომელიც 20 ქულითაა შეფასებული. შემდეგ მოდის რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინასა და სირიაში, რომელსაც შეუძლია, მსოფლიო ახალ ცივ ომამდე მიიყვანოს (16 ქულა).
ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა და შეიარაღებული დაპირისპირება სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა.
გლობალური საფრთხეები ათეული ასეთია:
- ჩინეთის ეკომიკის შენელება
- უკრაინასა და სირიაში რუსეთის ჩარევას ახალი ცივი ომი მოჰყვება
- განვიათრებად ბაზრებზე სავალუტო არასტაბილურობით გამოწვეული კორპორაციული ვალების კრიზისი
- გარე და შიდა ფაქტორების გავლენით ევროკავშირის დაშლა
- ევროზონიდან საბერძნეთის გამოსვლა, რასაც ევროკავშირის დაშლა მოყვება
- აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება
- ისლამური ექსტრემიზმის საფრთხის ზრდა, რაც მსოფლიოეკონომიკის დესტაბილიზაციას გამოიწვევს
- დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსვლას უჭერს მხარს
- ჩრდილოეთ კორეის ექსპანსია სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოიწვევს
- ნავთობის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადების შეწყვეტა ნავთობის ფასის კლებას გამოიწვევს.
წყარო: BBC