Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

HRHT „ლიბერალის" ჟურნალისტების საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს

18 მარტი, 2016 12:19

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"  ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს ეხმაურება და მოითხოვს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით წარიმართოს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვს, 2016 წლის 14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ აქციაზე „ლიბერალისა“ და „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

2016 წლის 14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ აქციაზე „ლიბერალისა“ და „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტებს: ბასტი მგალობლიშვილს, სოფო გოგიშვილსა და მარიამ ლორთქიფანიძეს აქციაზე შემოჭრილმა უცხო პირებმა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. აქციაზე „ლიბერალის" ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს. „ლიბერალის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს კი ყელში წაუჭირეს ხელი. რაც შეეხება „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტს, მარიამ ლორთქიფანიძეს მას გადაღებაში ხელს უშლიდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას, შეესრულებინა ჟურნალისტური საქმიანობა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" იცავს აღნიშნული ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმეზე გამოძიება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით", - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა სახლის" განცხადებაში. 

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი", ასევე მოითხოვს: „საქმის დროულ და ეფექტიან გამოძიებასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას, რადგან სწორედ, დაცვის სამსახურის ხელშეწყობით მოახერხეს შენობაში შესვლა გარეშე პირებმა, რომლებმაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში".

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება,

გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში „ლიბერალსა“ და „პალიტრა ტვ-სთან" ერთად ხელი „ნეტგაზეთის" რეპორტიორს შეუშალეს. თვითმმართველობის წევრებმა მას ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. მან მალევე მოახერხა თავისი ტელეფონის დაბრუნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^