Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტროს დასკვნის მიხედვით თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ კანონი დაარღვია

18 მარტი, 2016 16:30

ოქმი, რომლის თანახმადაც,  თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით თსუ-მა ბათილად უნდა ცნოს.

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც იოსებ არჩვაძემ (აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა) კანდიდატურა მოხსნა, კანცლერის ახალი კონკურსი კი არ გამოცხადდა, არამედ კანცლერობის კანდიდატი ძველი კონკურსის ფარგლებში დარჩენილი კანდიდატებისგან შეირჩა.

აღნიშნული დასკვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თსუ-ის ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. აუდიტის დასკვნა უნივერსიტეტს 16 მარტს გადაეგზავნა.

ამონარიდი განათლების აუდიტის სამსახურის დასკვნიდან:

“აკადემიური საბჭოს მიერ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოსათვის წარდგენით აღნიშნული კონკურსის ფარგლებში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის კუთხით ამოიწურა, ყველა სამართლებრივი ქმედება შესრულდა. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აკადემიური საბჭოს შესაძლებლობას ერთი და იგივე კონკურსის ფარგლებში წარადგინოს ორი სხვადასხვა კანდიდატურა, მით უფრო, რომ კონკურსი უკვე დამთავრებული  და კანდიდატი გამოვლენილი იყო.

კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარდგენის გზით შეიძლება. ვინაიდან ჩატარებული კონკურსის ფარგლებში უკვე გამოვლენილი იყო იოსებ არჩვაძის კანდიდატურა, კონკურსი დასრულებულად ითვლებოდა.

გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კენჭი ეყარა და იგი წარდგენილ იქნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კონკურის გარეშე, რითაც დაირღვა “უმაღლესი განათლების” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135 /ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა".

--------------------------------------------------------------------------------------------------

2015 წლის 26 ოქტომბერს უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი გამოცხადდა.

2016 წლის 27 იანვარს თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი – იოსებ არჩვაძე – შეარჩია.  აკადემიურ საბჭოს ხმა 8 წევრმა მას მისცა, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა.

16 თებერვალს წარმომადგენლობითი საბჭოს, სენატის, მიმართ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარდგენამდე ერთი დღის ადრე არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უარი განაცხადა.

17 თებერვალსვე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ კანცლერის ახალი კანდიდატურა  კონკურსში მონაწილე დანარჩენი კანდიდატებიდან - გიორგი გაფრინდაშვილი, თამარ კაპანაძე, ალექსანდრე ჩხიტაური, კახაბერ ჭეიშვილი - არჩეულიყო.

23 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ  წარმომადგენლობით საბჭოს – სენატს - თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად  გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^